html>
Join me on Facebook Follow me on Twitter Subscribe to RSS Email me

allwarez.do.am

Old login form
Команда саéта

 
0

                                     

chillbox


ქართული კლავიატურის მხარდაჭერა სისტემებზე:

სექციების სია

  [დამალვა

Windows სისტემები

Windows 7

Windows 7-ზე ქართული კლავიატურის დაყენება საკმაოდ მარტივია. ამისთვის საჭიროა 3 ნაბიჯის განხორციელება:

  • 1. დესკტოპის ქვემო მარჯვენა კუთხეში განთავსებული ორი ასოსგან შემდგარ (იხ. სკრინშოტი) ენის კოდზე უნდა დააჭიროთ მარჯვენა ღილაკით. გამოჩენილ ფანჯარაში აირჩიეთ "Settings" პუნქტი.
ქართული კლავიატურის დაყენება 7ზე 1.png
  • 2.ახლად გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ "Add" ღიალკს (იხ. სქრინშოტი)
ქართული კლავიატურის დაყენება 7ზე 2.png
  • 3. ახლად გახსნილ ფანჯარაში იპოვეთ "ქართული" (Georgian), დააწკაპუნეთ ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებულ პლიუსზე მაუსის მარცხენა ღილაკით, შემდეგ დაუსვით, მაუსის მარჯვენა ღილაკის მეშვეობით, მონიშნეთ შესაბამისი ველები, როგორც ნაჩვენებია სქრინშოტზე, რის შმედეგაც დააჭირეთ "OK" ღილაკს.
ქართული კლავიატურის დაყენება 7ზე 3.png

Windows XP

კლავიატურის დაყენებამდე პირველ რიგში დაგჭირდებათ რაიმე unicode ქართული შრიფტი (მაგალითად, BPG ან sylfaen.ttf). ასევე ხელთ უნდა გქონდეთ Windows XP-ს საინსტალაციო დისკი.

ინგლისურენოვანი Windows XP-ს შემთხვევაში:

1. შედით Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options

Control Panel.png

2. გადადით Languages დაფაზე და ჩართეთ "Install files for complex script...":

Regional Languages.png

OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდგომ, შესაძლებელია სისტემამ მოითხოვოს Windows XP-ს საინსტალაციო დისკი. ჩადეთ დისკი, დაელოდეთ ინსტალირების დასრულებას და გადატვირთეთ კომპიუტერი.

3. გადატვირთვის შემდეგ საჭიროა GEO_KEYBOARD.zip არქივის გადმოწერა აქედან. დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგალითად სამუშაო მაგიდაზე "Desktop"), გახსენით და გაუშვით go.bat ფაილი. წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი ორი შეტყობინება:

Reg message 1 Georgian Layout.png

დააწკაპუნეთ Yes

Reg message 2 Georgian Layout.png

და შემდგომ OK.


4. შედით Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options და დააწკაპუნეთ Detail ღილაკზე:

Regional Language Georgian Options.png

დააწკაპუნეთ Add ღილაკზე:

Input Languages.png

ენის (Input language) და კლავიატურის განლაგების (Keyboard layout/IME) ველებში აირჩიეთ ნახატზე ნაჩვენები მნიშვნელობები:

Georgian Layout.png

ყველა ფანჯარაში ამოირჩიეთ OK და ბოლოს გადატვირთეთ კომპიუტერი.

Windows Vista

XP–სგან განსხვავებით, Windows Vista-ში ქართული შრიფტის მხარდაჭერა სისტემაში სტანდარტულადვე ინტეგრირებულია, ე.ი. საინსტალაციო დისკის გამოყენება აღარაა საჭირო (როგორც ეს Windows XP–ში იყო აუცილებელი). მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც ქართული ასოები არაა „მიბმული" ლათინური კლავიატურის განლაგებასთან, რაც ქართულად წერისას ძლიერ მოუხერხებელია.
ასე რომ, ჩვენი მიზანია აქ – "მივაბათ" ქართული ასოები შესაბამის ლათინურებს.
ამას ჩვენ მივაღწევთ Windows Vista–ში პატარა ჩარევით (ავტორი ხმარობს გერმანულ სისტემას. მიუხედავად ამისა, ეკრანის ანაბეჭდების დახმარებით შესაბამისი ფანჯრებისა და ფუნქციების მოძებნა სხვაენოვან სისტემებშიც ლოგიკური და იოლია).

უპირველეს ყოვლისა ინტერნეტიდან საჭიროა ILKBD2.zip არქივის გადმოწერა, მაგ. აქედან.
დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგ., სამუშაო მაგიდაზე „Desktop"), გახსენით არქივი და მიიღეთ - 1) ფაილი setup.exe და 2) დაფთარი KBD:

KBD.jpg

გაუშვით setup.exe ფაილი და დააწკაპუნეთ აქ: Georgian Unicode (English Layout):

Georgianunicodeenglish.jpg

წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი შეტყობინება:

Close.jpg

დააწკაპუნეთ „Close"–ზე და დაასრულეთ ინსტალაცია.
თუ ინსტალაცია წარმატებით დასრულდა, უკვე შეგიძლიათ გადართოთ ქართულ განლაგებაზე და წეროთ:

Georgianscript.jpg

UNIX სისტემები

Mac OS X

Mac OS X „ლეოპარდს" (10.5) უკვე გააჩნია ქართული შრიფტის ამოცნობის შესაძლებლობა, თუმცა მას არ მოყვება კლავიატურის განლაგება. ამიტომაც, ოპერაციული სისტემის ძველი ვერსიების მფლობელებმა და კლავიატურის განლაგების დაყენების მსურველებმა, შეგიძლიათ გადმოწეროთ საჭირო ფაილები და გაეცნოთ დაყენების დეტალურ ინსტრუქციას შემდეგ საიტზე:

ლინუქსი (KDE გარემო)

KDE-გარემოში მომუშავეებისთვის:
ეს ხერხი დაწერილია SuSE 10.3-ს ხმარებისას, თუმცა ნებისმიერი ლინუქსის გამოცემის/KDE-გარემოში იდენტურ ნაბიჯებს შეგიძლიათ მიჰყვეთ
1. გახსენით: Menu-Control Panel KDE menu suse.jpg



2. Control Panel-ში შედით: Regional & Accessebility KDE cntr panel.jpg



3. შემდგომ აირჩიეთ Keyboard Layout და ფანჯრის მარჯვენა მხარეს აღნიშნეთ Enable Kyeboard Layouts. შემდგომ შეამჩნევთ რომ კლავიატურების
ცხრილი გააკტიურდა, აქ ამოირჩიეთ Georgia და დააჭირეთ ღილაკს Add. შენიშნავთ რომ არსებული კლავიატურების სიას ქართულიც დაემატა. KDE cntr panel keyb layout.jpg


4. შემდგომ - სიას ქართული კლავიატურა რომ დაემატება აირჩიეთ ის და აღნიშნეთ ღილაკი Include Latin Layout KDE ctrl panel addlatinLayout.jpg


5. და რა თქმა უნდა ამას დავასრულებთ ღილაკი Apply დაჭერით. და როგორც წესი თქვენ Desktop(taskbar)-ის ნაწილში უნდა გამოჩნდეს პატარა ღილაკი აქტიური
კლავიატურის იკონით. ამ იკონაზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კლავიატურა KDE keyb icon.jpg

ლინუქსი (Gnome გარემო)

Gnome-გარემოში მომუშავეებისთვის:
Gnome-გარემოში ქართული კლავიატურის დამატება ძალიან იოლია, იგი ერთი ეკრანის ანაბეჭდიდანაც ნათლად ჩანს: Ubunutu-georgian.png

ეს ხერხი მოყვანილია Ubuntu 7.10-ის მაგალითზე. მიუხედავად ამისა, მან უნდა იმუშაოს ნებისმიერ ლინუქსში, რომელიც გამოიყენებს GNOME გრაფიკულ გარსს.


Mozilla Firefox (ნებისმიერი ოპერაციული სისტემისთვის)

თუ თქვენ იყენებთ Mozilla Firefox-ს (გადმოწერა), მაშინ, მიუხედავად ოპერაციული სისტემისა, შეგიძლიათ წეროთ ქართულად (და არა მარტო), სისტემაში დამატებითი რეგიონალური საენო ფაილების ჩადგმის გარეშე. ამისათვის საჭიროა დააყენოთ Mozilla Firefox-ის დამატება - Transliterator-ი, რომელსაც შეუძლია ონლაინ რეჟიმში გადაიყვანოს ლათინური ასო-ნიშნებით აკრეფილი ტექსტი სასურველ დამწერლობაში (ენების სიისთვის იხილეთ ტრასლიტერატორის გვერდი).

  • დამატების დაყენების შემდეგ, აირჩიეთ სასურველი ენა: „Tools" მენიუ >> „Transliterator Options";
  • ტრასლიტერატორის გასააქტიურებლად დააწკაპუნეთ სასურველ ველში, დააჭირეთ F2 ღილაკს და დაიწყეთ წერა.


შენიშვნა: დამატება შეიცავს ლათინურ-ქართული ასო-ნიშნების ორ შესაბამისობას:
1. Georgian/ქართული (Transliteration)

[a - ა], [b - ბ], [g - გ], [d - დ], [e - ე], [v - ვ], [z - ზ], [t - თ], [i - ი], [k' - კ], [l - ლ], [m - მ], [n - ნ], [o - ო], [p' - პ], [zh - ჟ], [r - რ], [s - ს], [t' - ტ], [u - უ], [p - ფ], [k - ქ], [gh - ღ], [q' - ყ], [sh - შ], [ch - ჩ], [ts - ც], [dz - ძ], [ts' - წ], [ch' - ჭ], [kh - ხ], [j - ჯ], [h - ჰ]

2. Georgian/ქართული (Typing) - შედარებით გავრცელებული

[a - ა], [b - ბ], [g - გ], [d - დ], [e - ე], [v - ვ], [z - ზ], [T - თ], [i - ი], [k - კ], [l - ლ], [m - მ], [n - ნ], [o - ო], [p - პ], [J - ჟ], [r - რ], [s - ს], [t - ტ], [u - უ], [f - ფ], [q - ქ], [R - ღ], [y - ყ], [S - შ], [C - ჩ], [c - ც], [Z - ძ], [w - წ], [W - ჭ], [x - ხ], [j - ჯ], [h - ჰ]


ასევე, სურვილისამებრ შეგიძლიათ განლაგების შეცვლა!

1. ამისათვის, ძიების ველში „http://..." კოდის მაგივრად აკრიფეთ „about:config", გახსნილ გვერდზე მოძებნეთ extensions.transliterator.layouts.georgian და მასზე მარჯვენა დაწკაპუნებით >> modify, შემდეგ არსებული სტრიქონში შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა, შემდეგნაირად:["R", "ღ"] გადავაკეთოთ ["G", "ღ"]
2. შემდეგ, ისევ ვაჭერთ extensions.transliterator.layouts.georgian და მარჯვენა დაწკაპუნებით >> NEW - ვამატებთ Boolean-ს, ვარქმევთ სახელს extensions.transliterator.layouts.georgian.case_sensitive დაtoggle-ში ვრთავთ - true-ს.

მიიღებთ შემდეგს - extensions.transliterator.layouts.georgian.case_sensitive;true. დახურეთ ფანჯარა და ისიამოვნეთ.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ - Transliterator


თუ ფაილი წაშლილია...
       
სიახლის პოსტერები
   

ფაილის გადასაწერად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და თქვენი Account-ით შემოხვიდეთ.



გთხოვთ დაეხმაროთ საიტს და თქვენ დადეთ სიახლეები ამისათვის კი თქვენ დაგჭირდებათ



თქვენ შემოხვედით, როგორც სტუმარი. მეტი უფლებებისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
 
სულ კომენტარები ..: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
 


         

        
 
რეგისტრაცია
ადმინთან კონთაქტი

E-Mail

 

ნავიგაცია

 
რეკლამა

სტატისტიკა

Top ფაილები

  • POOL LIVE PRO
    დამატების დრო 19.05.2014
    კატეგორია: თამაშები
    მოკლე აღწერა:

    ეს არის ბილიარდი ონლაინში, ვისაც გინდათ შედით სრულად ნახვაში და ითამაშეთ

  • Steam-ში თამაშების ყიდვა
    დამატების დრო 29.12.2013
    კატეგორია: თამაშები
    მოკლე აღწერა: ამ სიახლეში გაეცნობით როგორ იყიდოთ სთიმში თამაშები. რატომ Steam? იმიტომ, რომ  აქ თვენ იძენთ გარანტირებულ, ლიცენზირებულ ორიგინალ თამაშებს!!!!
  • Battlefield 4 -- E3 Multiplayer Gameplay
    დამატების დრო 01.07.2013
    კატეგორია: თამაშები
    მოკლე აღწერა: es aris umagresi tamashi battlefield 4 is gameplay online 
  • Battlefield: Bad Company 2 [MultiPlayer Only] (2010/PC/Rip)
    დამატების დრო 17.06.2013
    კატეგორია: თამაშები
    მოკლე აღწერა: ინფორმაცია თამაშზე:
    დასახელება: Battlefield: Bad Company 2
    გამოსვლის წელი: 2010
    ჟანრი: Action, 3D, 1st persoon
    გამომცემელი: EA Digital Illusions Creative Entertainment
    შემქმნელი: Electronic Arts
    გამოცემის ტიპი: Rip
    ინტერფეისის ენა: რუსული - ინგლისური
    გახმოვანების ენა: რუსული - ინგლისური
    კრეკი: მოყვება

    თამაშის შესახებ:
    Battlefield Bad Company 2™ სერია Battlefield-ის ბრწყინვალე სათამაშო პროცესს წარმოგვიდგენს PC-სა და ახალი თაობის კონსოლებზე და წარმოადგენს ჟანრის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ბრძოლებს საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით 8 უზარმაზარ რუქაზე, რომელთაგან თითოეული იყენებს უნიკალურ ტაქტიკურ სცენარს...
  • Microsoft Windows 7 with SP1 Original Clon , Ultimate ,Professional,Home Premium, Enterprise ,Starter
    დამატების დრო 11.06.2013
    კატეგორია: პროგრამები
    მოკლე აღწერა:

    დასახელება: Microsoft Windows 7 with SP1 Original Clon , Ultimate ,Professional,Home Premium, Enterprise ,Starter

    გამოშვება: Release
    წელი: 2011
    ვერსია: 7601.17514.101119-1850
    მწარმოებელი: Microsoft
    პლატფორმა: 32bit+64bit
    ენა: ინგლისური

    ყველა ვერსია ორიგინალი დისკის კლონია!!

 
რეკლამა

გამოკითხვა

რომელში დავამატოთ მეტი?


სულ პასუხები: 41
 

 
რეკლამა

Top Users


null ADMIN
null491
null25
null316


null LASHSONA
null50
null11
null50


null maxwar
null27
null3
null6


null vital
null0
null0
null0

 
 
ზევით
text/javascripthide_bar(1)